ღონისძიებები და შეხვედრები

დაუვიწყარი შეკრებებისა და თბილი მასპინძლობისთვის განსაკუთრებული ადგილი გჭირდებათ აღმოაჩინეთ ჩვენი სივრცეები „ანაპეაში“.

შეხვდით და აღნიშნეთ

„ანაპეა“ გთავაზობთ თქვენზე მორგებულ ღონისძიებებსა და გამორჩეულ კახურ მასპინძლობას თქვენი დაუვიწყარი დღესასწაულისთვის.

Anapea Conference Room

კორპორატიული ღონისძიებები და შეხვედრები

ქალაქის ხმაურს მოშორებით, ვენახების შუაგულში, „ანაპეა“ იდეალური ადგილია გუნდური შეკრებების, ბიზნესშეხვედრებისა და კორპორატიული ღონისძიებებისთვის. აქ თქვენი გუნდი მშვიდ და შთამაგონებელ გარემოში შეიკრიბება.

  • მოწყობილი სივრცეები: პრეზენტაციებისა და სამუშაო შეხვედრებისთვის, ვენახების შუაგულში.
  • გემოვნებით გაშლილი სუფრა: ორგანული, „ფერმიდან სუფრამდე“ მომზადებული კერძები და ნატურალური ქვევრის ღვინოები.
  • გუნდური აქტივობები: კულინარიული მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია, რომელიც გუნდს კიდევ უფრო დააახლოებს.
  • თქვენზე მორგებული მომსახურება: ყველა დეტალს თქვენს საჭიროებაზე მოვარგებთ — მცირე შეხვედრიდან დიდ კორპორატიულ ღონისძიებამდე.

ქორწილები და ხელის მოწერა

„ანაპეა“ თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს დღეს დაუვიწყარ ფონს შესძენს. ვენახებითა და მწვანე ბორცვებით გარშემორტყმული, აქ ყოველი წუთი ლამაზი და ნამდვილი იქნება.

  • ულამაზესი სივრცეები: ცერემონიისა და ფოტოსესიისთვის ღია ცის ქვეშ, ვენახების შუაგულში.
  • გემოვნებით გაშლილი სუფრა: ორგანული, „ფერმიდან სუფრამდე“ მომზადებული კერძები და ნატურალური ქვევრის ღვინოები.
  • თქვენზე მორგებული მომსახურება: ყველა დეტალს თქვენს გემოვნებასა და სურვილზე მოვარგებთ, რომ თქვენი დღე იდეალური იყოს.

პირადი დღესასწაულები და ბანკეტები

იქნება ეს საოჯახო თარიღები, დაბადების დღეები თუ უახლოესი ხალხის შეკრება, „ანაპეა“ თქვენს განსაკუთრებულ დღეს დაუვიწყარს გახდის. ვენახებითა და მწვანე ბორცვებით გარშემორტყმული, აქ ყოველი ზეიმი თბილ და ნამდვილ კახურ გარემოში იმართება.

  • გემოვნებით გაშლილი სუფრა: ორგანული, „ფერმიდან სუფრამდე“ მომზადებული კერძები და ნატურალური ქვევრის ღვინოები.

  • განსაკუთრებული სივრცეები: ცერემონიისა და ზეიმისთვის ღია ცის ქვეშ, ვენახების შუაგულში.

  • თქვენზე მორგებული მომსახურება: ყველა დეტალს თქვენს გემოვნებასა და სურვილზე მოვარგებთ — მცირე შეკრებიდან დიდ დღესასწაულამდე.